,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, რიფლეი, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 50-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში.
შპს ,,აი სი არ ტრეიდ"-ში ვაცხადებთ 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას კომერციული განვითარების მიმართულებით: მხარს უჭერს მარაგების მართვის სისტემის სწორ ფუნქციონირებას და მუშაობს ბრენდის ჭრილში მაღაზიების სასაქონლო მარაგების ეფექტიან გადანაწილებაზე; ამზადებს გაყიდვების ანალიზის და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს სხვადასხვა გუნდებთან.
სტაჟირებისათვის საჭირო უნარები:
სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების, ეკონომიკის, ან მომიჯნავე მიმართულებით;
MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
ქართული ენის - სრულყოფილად ცოდნა;
ინგლისური ენა - კარგად
რას გთავაზობთ:
“აი სი არ ტრეიდის“ პროფესიონალთა გუნდთან ერთად ბიზნეს პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
წარმატებული კარიერის შესაქმნელად აუცილებელი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ კავშირებს;
სამუშაო პროცესში სწავლებას. პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს;
1 წლიან ანაზღაუარებად სტაჟირებას;
სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში), სალექციო საათების გათვალისწინებით;
1000 GEL Gross თვიურ ანაზღაურებას.
წარმატებული სტაჟიორები მიიღებენ შეთავაზებას დასაქმების შესახებ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 21 სექტემბერი, 2025.
>> სარეგისტრაციო ბმული <<